მთავარი / მთავარი მოვლენები / თიბისი დაზღვევა: ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება
თიბისი დაზღვევა: ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება

თიბისი დაზღვევა: ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება

თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს 10 ივნისს, თბილისში მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

თიბისი დაზღვევის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე განაცხადი თიბისი ავტოდაზღვევის 250-მა მფლობელმა უკვე  წარადგინა. თიბისი დაზღვევა მათ ჯამურად დაახლოებით 250 000 ლარის ზარალს ანაზღაურებს.

თიბისი დაზღვევის ცნობით, თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის პოლისით მოსარგებლეებმა სეტყვის შედეგად დაზიანებული მანქანის შესახებ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (2 42 22 22) დარეკოს  და განაცხადი დააფიქსიროს.

“ზარალის დარეგულირება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ  5 სამუშაო დღეში მოხდება. მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხის ანაზღაურება, ისე პარტნიორ ავტო-სერვისცენტრებში დაზიანებული ავტომობილების შეკეთება”- განმარტავენ კომპანიაში.

თიბისი დაზღვევა ბაზარზე 2017 წლის იანვრიდან ოპერირებს,  სხვადასხვა პროდუქტთან ერთად მომხმარებლებს  ავტოდაზღვევის სერვისსაც სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნოპარკში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კრეათონს მართავს. კრეათონი დილით, 10:00 საათზე gwp-ის …