მთავარი / მერია / თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება
თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება

თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისის თვეში წარედგინება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას განცხადებით, განხილვები მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურის სამსახურში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში და ბოლოს დოკუმენტი განსახილველად თბილისის საკრებულოში შევა.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს თბილისის გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 15 მაისს უნდა წარედგინა მერიისთვის, თუმცა პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

შემთხვევითი სიახლე

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა წლიურად 200% -ით გაიზარდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრასპორტირების კითხით სულ …