მთავარი / მთავარი მოვლენები / ვენეციის კომისია: გადასახადებზე რეფერენდუმი ძალიან იშვიათი შემთხვევაა
ვენეციის კომისია: გადასახადებზე რეფერენდუმი ძალიან იშვიათი შემთხვევაა

ვენეციის კომისია: გადასახადებზე რეფერენდუმი ძალიან იშვიათი შემთხვევაა

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი გადასახადებზე საკმაოდ იშვიათი შემთხვეაა შედარებით სამართალში.

კომისიაში მიიჩნევენ, რომ დებულების პროექტი „არანაირი გადასახადი წარმომადგენლობის გარეშე“, გარდაიქმნება დებულებად „არანაირი გადასახადი რეფერენდუმის გარეშე“.

„დებულების პროექტის მიხედვით, რეფერენდუმის მოწვევა და ჩატარება შეუძლია მხოლოდ მთავრობას და ამ პროცესში პარლამენტი ახალი გადასახადის დაკისრების დროს სრულად გამორიცხულია.

ვენეციის კომისია სასურველად მიიჩნევს რომ ახალი გადასახადის წარმოდგენის პირველი ინსტანცია იყოს პარლამენტი . შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ხალხს მის დასამტკიცებლად, ან პირიქით“, – განმარტავენ ვენეციის კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.

შემთხვევითი სიახლე

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნოპარკში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კრეათონს მართავს. კრეათონი დილით, 10:00 საათზე gwp-ის …